Amnesty International-ი ‘გადაჭარბებული ძალის გამოყენების’ გამოძიებას ითხოვს

Amnesty International-მა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ყველა ის ბრალდება, რომელიც 26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლის დროს პოლიციის მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალის გამოყენებას ეხება.   

„იმ დროს, როდესაც მომიტინგეები შეიარაღებული იყვნენ ხელნაკეთი ფარებითა და დროშის ტარებით და მზად იყვნენ წინააღმდეგობა გაეწიათ მათი დაშლის მცდელობებისთვის, პოლიციას გამართლება არ აქვს, რომ ცემა ისინი, ვინც წინააღმდეგობას არ უწევდნენ მათ,“ – განაცხადა Amnesty International-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორმა ჯონ დალჰუისენმა. 

"საჭიროა ამ ინციდენტების ზედმიწევნითი გამოძიება, რომლის დროსაც ასევე უნდა შემოწმდეს ის ინსტრუქციები, რომლებიც ცალკეულ სამართალდამცავებს ადგილზე მისცეს,“ – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version