სააკაშვილი: “სინგაპური და ესტონეთი მაგალითია საქართველოსთვის“

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 1 თებერვალს, რომ საქართველო საინგაპურის განვითარების გზას უნდა გაჰყვეს და იქვე დასძინა, რომ ესტონეთიც მაგალითს წარმოადგენს საქართველოსთვის.

„მე ხშირად ვლაპარაკობ, რომ საქართველომ უნდა მიბაძოს სინგაპურს, საქართველო ბაძავს ბევრ რაღაცაში ესტონეთს,“ – განაცხადა მან 1 თებერვალს კაჭრეთში პროფესიულ სასწავლებელში სტუმრობისას.

"ხშირად ევროპელებიც გვეუბნებიან, რა სინგაპური აგიტყდათ, იქ სულ სხვა სიტუაციაა, სულ სხვა რეჟიმი იყო, თქვენი ქვეყანა მიდის ევროპული დემოკრატიის გზით და ეს მართლაც ასეა, მაგრამ დემოკრატია არ ნიშნავს არასტაბილურობას,“ – განაცხადა სააკაშვილმა. 

"ჩვენ ვიძახით, რომ ჩვენ ვსწავლობთ სინგაპურიდან და ესტონეთიდან. სინგაპური იყო ქვეყანა, ქალაქი, პატარა ქალაქი იყო, როცა დაიწყო. ჩვენზე უფრო ღარიბულად ცხოვრობდა. დაახლოებით თბილისსზე პატარა სიდიდით, ნუ, დაახლოებით, იგივე შეიძლება. შვიდი კილომეტრ კვადრატი აქვს ზღვაზე გასასვლელი, ბევრად ნაკლები, ვიდრე ჩვენ და გარშემო ყავდა მთლიანად მტრული გარემო, დიდი სახელმწიფოები, რომელიც ყველა მზად იყო გადაეყლაპა და შეესანსლა ეს პატარა ქვეყანა, რომელსაც არ ქონდა არც სოფლის მეურნეობის მიწა, არ ქონდა არც სასმელი და სარწყავი წყალი და საერთოდ ჰქონდა აბსოლუტურად უიმედო სიტუაცია, არც ბუნებრივი რესურსები და სხვა. ამ ქვეყანამ მოახერხა, რომ მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე მდიდარ ქვეყნად იქცა; მაშინ საქართველოს რა ღმერთი გაუწყრა? ასეთი მიწა გვაქვს, ასეთი ბუნებრივი რესურსები გვაქვს, ასეთი ბუნება გვაქვს და ასეთი ნიჭიერი ხალხი გვყავს,“ – განაცხადა მან.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version