პატრუშევი მოსკოვის ტერაქტებთან საქართველოს შესაძლო კავშირზე საუბრობს

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ მოსკოვის მეტროში მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით გამოძიება ყველა შესაძლო ვერსიას ამუშავებს, მათ შორის შესაძლო ქართულ კვალსაც.

”ინტერფაქსთან” ინტერვიუში პატრუშევს ჟურნალისტმა ჰკითხა: ”არსებობს მოსაზრება, რომ მოსკოვში ტერაქტები შესაძლოა საზღვარგარეთიდან იყოს ორგანიზებული. გჯერათ ამის?”

”ყველა ვერსია უნდა გადამოწმდეს. მაგალითად არის საქართველო და ამ ქვეყნის ლიდერი, სააკაშვილი, რომლის ქმედებები არაპროგნოზირებადია,”- უპასუხა მან. 

”სამწუხაროდ, რიგი ქვეყნები მას დახმარებას უწევენ, მათ შორის სამხედროს. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს დაუშვებელია. მან ერთხელ უკვე გააჩაღა ომი. არ არის გამორიცხული, რომ კიდევ გამოიწვიოს”.

”ჩვენ გვქონდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული სპეცსამსახურების ცალკეული თანამშრომლები კონტაქტში არიან რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის ტერორისტულ ორგანიზაციებთან. ჩვენ მოსკოვის ტერაქტებთან მიმართებაში ეს ვერსიაც უნდა გადავამოწმოთ,”- განაცხადა პატრუშევმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version