ნოვრუზი საქართველოში ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა

ნოვრუზ ბაირამი, დღესასწაული, რომელიც საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს შორის ფართოდ აღინიშნება, ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 21 მარტს.

ამ დღესასწაულის აღსანიშნავად პრეზიდენტი სააკაშვილი კვირას ეთნიკური აზერბაიჯანული მოსახლეობით დასახლებულ მარნეულს ესტუმრა.

”ამ დღესასწაულს თქვენთან ერთად ზეიმობს მთელი საქართველო იმიტომ, რომ თქვენ ხართ ჩვენი [საზოგადოების] უმნიშვნელოვანესი ნაწილი,” – მიმართა სააკაშვილმა მარნეული მოსახლეობას.

”მე მთქვენი დღესასწაული, ისევე როგორც არის ყველა სხვა დღესასწაული საქართველოში, გამოვაცხადო, საქართველოს მთავრობის სახელით, საერთო ეროვნულ დღესასწაულად და დღევანდელი დღიდან ეს დღესასწაული საქართველოში აღინიშნება, როგორც ყველა დიდი ქართული დღესასწაული. ეს არის საერთო ეროვნული ქართული დღესასწაული,” – განაცხადა მან.ინდა დღეს

”ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას,  რომ ჩვენ არ ვანსხვავებთ ჩვენი ერის შვილებს, ყველანი ჩვენთვის ერთნაირად ძვირფასია,” – დასძინა სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version