სააკაშვილი თბილისის მერის პირდაპირი არჩევის ინიციატივით გამოდის

პრეზიდენტის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის ინგლისურენოვანი განცხადება, რომელიც მთლიანობაში მის მიერ 10 აპრილს ტელევიზიით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, თუმცა მისი ანალოგიური არ არის.

ერთ-ერთი თემა, რომელსაც სააკაშვილი თავის ინგლისურენოვან განცხადებაში შეეხო არის ის, რომ ხელისუფლება ოპოზიციას თბილისის მერის პიდაპირ არჩევას სთავაზობს – ეს შემოთავაზება ცოტა ხნის წინ მისმა მოკავშირეებმა უკვე წარმოადგინეს, თუმცა პირადად პრეზიდენტმა ამის შესახებ განცხადება პირველად გააკეთა.

განცხადებაში პრეზიდენტი ყურადღებას ამახვილებს ხელისუფლების ქმედებებზე აქციების დაწყებამდე და მისი მსვლელობის დროს, რაც ემსახურება ხელისუფლების ”სრული გამჭირვალობის” დემონსტრირებას აქციის მსვლელობისას.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version