საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 23 იანვარს პირველი არხის პირდაპირ ეთერში მოსახლეობის შეკითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა, რომ საქართველოს საუკუნეების მანძილზე არ ყოლია პუტინისნაირი მტერი.
”საქართველოს პუტინზე დაუძინებელი მტერი შაჰ-აბასის შემდეგ არ ყოლია,” – განაცხადა სააკაშვილმა.
”ჩვენი მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენა, თუ ჩვენი სახელმწიფოებრიობა გარჩება, ტერიტორიული მთლიანობა აღგება და ჩვენმა მტერმა ეს ძალიან კარგად იცის. ჩვენ მტერმა ვერ მიაღწიეს თავის მიზანს გაენადგურებინა ჩვენი სახელმწიფოებრიობა,” – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ”მტერმა” ჯერ არ შეწყვიტა საქართველოს სახელმწიფოსთვის ძირის გამოთხრისკენ მიმართული მცდელობები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)