აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან პოლიციელი დაიჭრა

18 იანვარს 05:00 საათზე ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკში განთავსებულ პოლიციის საგუშაგოზე თავდასხმის შედეგად ერთი პოლიციელი დაიჭრა, იტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
 
ავტომატური იარაღიდან და ყუმბარმტყორცნებიდან ცეცხლი ”რუსი ოკუპანტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან" გაიხსნა, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version