სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან სროლები მოხდა – შსს

ოსურ სოფელ ხევჩუაში განლაგებული ოსური საგუშაგოდან მსხვილკალიბრიანი ნაღმტყორცნიდან ესროლეს ქართულ სოფელ მერეთში განლაგებულ პოლიციის განყოფილებას, იტყობინება 5 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ამავე ცნობით, სროლებმა, რომელსაც მსხვერპლი არ მოჰყოლია, პოლიციის შენობა და მის უკან მდებარე ნაგებობა დააზიანა.

სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ ხელისუფლებას ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარ ინციდენტზე კომენტარი არ გაუკეთებია.

შსს-ის ცნობით სოფელი მერეთის და ასევე სოფლების კოშკასა და ქვეშის მიმართულებით სროლებს ადგილი ჰქონდა ასევე 1 დეკემბერსაც. ამ ინციდენტში ქართულმა და ოსურმა მხარეებმა ერთმანეთი დაადანაშაულეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version