ლავროვი დამცინავი ტონით პასუხობს კუშნერის განცხადებას სანქციებზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს განაცხადა, რომ მოსკოვს არ სმენია ევროკავშირის მხრიდან მოსალოდნელი რაიმე სანქციების შესახებ საქართველოს მოვლენების გამო.

ლავროვმა ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა კომენტარი თხოვა მას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბერნარ კუშნერის განცხადებაზე, რომელმაც 28 აგვისტოს განაცხადა, რომ ”სანქციების საკითხი იხილება [ევროკავშირში]… და კიდევ სხვა რაღაცეებიც”. კუშნერმა დეტალებზე არ ისაუბრა.

ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ ის იცნობს კუშნერს და ”მას კიდევ ბევრი რამე უთქვია (много чего еще говорил)”.

”ვფიქრობ, ეს [კუშნერის განცხადება] სრული დაბნეულობის გამოვლინებაა იმისაგან, რომ ზოგიერთი დასავლური ქვეყნის ”რჩეულმა” ვერ გაამართლა მათი იმედები,”- იუწყება ”იტარ-ტასსი” ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version