”ჩვენ ვისურვებდით, რომ გვქონოდა საერთაშორისო დახმარება ადგილზე” – სააკაშვილი

საქართველო ისურვებდა, რომ ჰქონოდა ”კონკრეტული დახმარება ადგილზე”, ნაცვლად მხარდაჭერის შესახებ გაკეთებული განცხადებებისა საერთაშორისო თანამეგობრობის  მხრიდან, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 20 აგვისტოს.

მმართველი პარტიის დეპუტატებთან საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ ”რუსმა ოკუპანტებმა” ვერ მიაღწიეს თავიანთ მიზნებს და ვერ შეძლეს ქართული სახელმწიფოს განადგურება.

”მე ვარ ამაყი ჩემი ხალხით და მთელი მსოფლიო არის ამაყი ქართველებით; ეს არ არის გაზვიადება; გადართეთ უცხოელ არხებზე და ნახავთ, ნახეთ როგორი განცხადებები კეთდება,” – განაცხადა მან. ”ჩვენი სურვილი იქნებოდა, რომ განცხადებებზე მეტად გაკეთებულიყო კონკრეტული განცხადება”.

”მიუხედავად ჩემი მრავალგზის გაფრთხილებებისა – მე არ მინდოდა, რომ პანიკიორად გამოვჩენილიყავი, მაგრამ პირადად ყველა ლიდერისთვის ნათქვამი მაქვს, რომ ეს შეიძლება მოხდეს – მსოფლიომ სანამ არ დაინახა, არ დაიჯერა,” – განაცხადა მან.

”ის, რაც ამ დღეებში ხდება საქართველოში, არის ცივილიზაციის და არაცივილიზებურობის ბრძოლა; ეს არის შუა საუკუნეების და 21-ე საუკუნის ერთმანეთან დაპირისპირება და ჩვენ ამის წინა ხაზზე ვართ. მაგრამ ის, რომ ეს ყველას ბრძოლაა ეს უკვე გაიგო ყველამ. ის, რომ საქართველოს მიტოვება არ შეიძლება, ესეც, დარწმუნებული ვარ, გაიგო ყველამ. ის, რომ ევროპის მომავალი აქ წყდება ესე მტკივნეულად, მაგრამ გაიგო ყველამ”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version