გრიგოლ ვაშაძემ და ჯონ ტეფტმა კონფლიქტებზე იმსჯელეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ ვაშაძემ 1 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ჯონ ტეფტს შეხვდა, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება.

შეხვედრაზე, რომელიც ამერიკული მხარის თხოვნის საფუძველზე გაიმართა, მხარეებმა განიხილეს ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების დინამიკა და საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხები.

Exit mobile version