სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთის გადაწყვეტილება დაძაბულობის ზრდის რისკს ქმნის

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან კუბიშმა, რომელიც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ”კონფლიქტების ზონებში დაძაბულობის ზრდის რისკს ქმნის და ძირს უთხრის საერთაშორისო სამშვიდობო მცდელობებს”.


მან მოუწოდა რუსეთის ფედერაციას ”გადახედოს და არ განახორციელოს მისი გადაწყვეტილება” აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ოფიციალური ურთიერთობების დამყარების თაობაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version