რუსეთი ”მალე” ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს გახსნის

რუსეთმა შეატყობინა საქართველოს, რომ ”მალე” გახსნის ზემო ლარსის სასაზღვო-გამშვებ პუნქტს და აღადგენს ორ ქვეყანას შორის სახმელეთო მიმოსვლას, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ ვაშაძემ 1 აპრილს.


მისი თქმით, წერილში რუსული მხარე იტყობინება, რომ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის რეკონსტრუქცია მალე დასრულდება, თუმცა ზუსტი თარიღი დასახელებული არ არის. რუსეთმა ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი 2006 წელს მისი რეკონსტრუქციის მოტივით დახურა. თუმცა, თბილისმა ამ ნაბიჯს პოლიტიკურად მოტივირებული და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწესებული ემბარგოს ნაწილი უწოდა.


ზემო ლარსი საქართველოსა და რუსეთს შორის ერთადერთი კანონიერი სასაზღვრო-გამშვები პუნქტია. დანარჩენი ორი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ტერიტორიებზე მდებარეობს და მათ თბილისი უკანონოდ მიიჩნევს.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version