ბაქრაძე რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებაზე კომენტარს აკეთებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ საქართველო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის გაწევრიანების წინააღმდეგი არ არის, თუმცა არსებობს რამდენიმე საკითხი, რომელთა გადაწყვეტის გარეშეც საქართველო თანხმობას არ განაცხადებს.
 
”ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება დაეხმარება რუსეთს უფრო ცივილური და მიღებული წესებით აწარმოოს სავაჭრო ურთიერთობები მის მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან,” – განუცხადა ბაქრაძემ ჟურნალისტებს 7 თებერვალს გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ. ”მაგრამ არსებობს რამდენიმე ძალიან სერიოზული საკითხი, რომელთა გადაჭრის გარეშეც ჩვენთვის რთული იქნება დათანხმება რუსეთის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე”.


მისი თქმით, კონსულტაციები რუსულ მხარესთან კვლავ გრძელდება. 


თბილისის მოთხოვნაა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ორი არალეგალური საბაჟო გამშვები პუნქტის – განთიადი-ადლერის და როკი-ქვემო ზარამაგის  – ლეგალიზაცია და მათი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version