ლიტვა და პოლონეთი საქართველოს ნატოში ინტეგრაციას მიესალმებიან

ლიტვის და პოლონეთის პრეზიდენტებმა, ვალდას ადამკუსმა და ლეხ კაჩინსკიმ 1 თებერვალს ვილნიუსში გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართ.  


”ორივე პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობის დაახლოების ხელშეწყობას და მხარდაჭერა გამოხატა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს მისწრაფებისადმი,” – განაცხადა ლიტვის პრეზიდენტის პრესსამსახურმა.


ორივე პრეზიდენტი 20 იანვარს თბილისს სტუმრობდა და პრეზიდენტ სააკაშვილის ინაუგურაციას დაესწრო. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version