ნატო-ს შემფასებელი მისია თბილისს სტუმრობს

დღეს თბილისს ნატო-ს შემფასებელი მისია ეწვია, რომელიც ოთხი დღის განმავლობაში შეისწავლის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინაშე საქართველოს მიერ ინვივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმით (IPAP) აღებული ვალდებულებების შესრულებას.


თავდაცვის, საგარეო საქმეთა სამინისტროებსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრების შედეგად შემფასებელი მისია IPAP-ით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების მდგომარეობას შეაფასებს.


24 იანვარს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის საჯარო ვერსიის პრეზენტაცია გამართა. დოკუმენტი ასახავს საქართველოს შეიარაღებული ძალების მოკლევადიან (2007-2009), საშუალო-ვადიან (2010-2012) და გრძელვადიან პრიორიტეტებს (2013-2015). თავდაცვის სამინისტრო დოკუმენტის დეტალურ ვერსიას ნატოს შემაფასებელ მისიას წარუდგენს.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version