ადეიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გახდება

გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, რომელსაც ამ პოსტზე ყოფილი იუსტიციის მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი შეცვლის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გახდება, განაცხადა 24 იანვარს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ.


ადეიშვილი საკმაოდ გავლენიანი ფიგურაა პრეზიდენტ სააკაშვილის გარემოცვაში. ოპოზიცია უკვე დიდი ხანია ითხოვდა მის გადაყენებას გენერალური პროკურორის პოსტიდან. თუმცა მოსალოდნელია, რომ ოპოზიცია არ მიესალმება ახალ გენპროკურორად ეკა ტყეშელაშვილის დანიშვნასაც. იგი ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი იყო მაშინაც, როცა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეობდა 2007 წლის სექტემბრამდე, სანამ იუსტიციის მინისტრად დაინიშნებოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version