სააკაშვილი გაჩეჩილაძესთან შეხვედრის შესახებ კომენტარს აკეთებს

ოპოზიციურ საპრეზიდენტო კანდიდატთან, ლევან გაჩეჩილაძესთან შეხვედრა არ ისახავდა მიზნად ”რაიმე გარიგების მიღწევას”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 11 იანვარს. წინასწარი ოფიციალური შედეგებით, სააკაშვილმა 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.


გაჩეჩილაძემ 10 იანვარს განაცხადა, რომ იგი 9 იანვარს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და უთხრა მას, რომ დაჟინებით მოითხოვს მეორე ტურის ჩატარებას.


ამ შეხვედრის შესახებ მოკლე კომენტარში სააკაშვილმა ძირითადად დიალოგის საჭიროებაზე ისაუბრა, ხოლო შეხვედრის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.


”ჩვენ მზად ვართ დიალოგისა და კონსულტაციებისთვის ყველასთან,” – განუცხადა სააკაშვილმა ”რუსთავი 2”-ს 11 იანვარს. ”ჩვენ მზად ვართ შევქმნათ პირობები ადამიანების მაქსიმალური ჩართვისთვის საზოგადოებრივ პროცესში და ქვეყნის შემდგომი განვითარების პროცესში… მე უკვე ვთქვი, რომ მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი პიროვნების კანდიდატურა ნებისმიერ პოსტზე, მიუხედავად მისი პოლიტიკური კუთვნილებისა. მაგრამ ეს არ უნდა იყოს გარიგების საგანი პოლიტიკურ პარტიებს შორის. ჩვენ უნდა ვესაუბროთ ხალხს, პიროვნებებს მიუხედავად მათი პარტიული კუთვნილებისა და არა პარტიებს”.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version