ჟურნალისტებმა და აქტივისტებმა ”იმედის” მხარდასაჭერად აქცია გამართეს

ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის აქტივისტებმა დღეს ტელეკომპანიების ”რუსთავი 2”, ”მზე” და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ აქცია გამართეს, სადაც მოუწოდებდნენ მათ სოლიდარობა გამოეხატათ ტელეკომპანია ”იმედისთვის”, რომელიც ხელისუფლებამ 7 ნოემბერს დახურა.


ამავდროულად, ჟურნალისტების ჯგუფმა ოთხი რეგიონალური გაზეთიდან – იმედი, სპექტრი, კახეთის ხმა და პროგრესი – 22 ნოემბერს გურჯაანში აქცია გამართა ტელეკომპანია ”იმედის” დახურვის წინააღმდეგ, იტყობინება თბილისში განთავსებული ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი.  


გარდა ამისა, 22 ნოემბერს თბილისის მედია საშუალებებმა, მათ შორის ტელეკომპანიებმა, ხელი მოაწერეს მიმართვას ტელეკომპანია ”იმედის” მაუწყებლობის დაუყონებლივ განახლების თაობაზე.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version