აშშ მიესალმება გადაწყვეტილებას რიგგარეშე არჩევნების შესახებ

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 8 ნოემბერს განაცხადა, რომ მიესალმება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების და საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარების თაობაზე.   


”ამავე დროს, ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა და აღადგინოს მედია-საშუალებების ფუნქციონირება. ეს არის საჭირო ნაბიჯები დემოკრატიული პირობების აღსადგენად არჩევნებისა და რეფერენდუმისთვის. მოვუწოდებთ ყველა მხარეს შეინარჩუნონ სიმშვიდე, პატივი სცენ კანონის უზენაესობას და თავიანთი დაპირისპირება სერიოზული დიალოგის გზით მოაგვარონ, რათა უზრუნველყონ საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის გაძლიერება. ეს დიალოგი კომპრომისის სულისკვეთებით და საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და ადამიანის უფლებათა დაცვის მხარდასაჭერად უნდა გაიმართოს,”- ნათქვამია განცხადებაში.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version