პატარკაციშვილი ახალ განცხადებას აქვეყნებს

ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა გააფრთხილა, რომ ხელისუფლების ტაქტიკამ უგულებელყოს ათიათასობით ადამიანის მოწოდებები შესაძლოა ”უკონტროლო პროცესები” გამოიწვიოს.


”ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა სრულიად დაეკისრება პრეზიდენტ სააკაშვილსა და მის უახლოეს გარემოცვას,” – განაცხადა მან 6 ნოემბერს გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში.


განსხვავებით მისი წინა განცხადებებისაგან, ამ შემთხვევაში პატარკაციშვილის მთავარი სამიზნე პრეზიდენტი სააკაშვილი გახდა. 


”სააკაშვილს არ შერცხვა, როცა თქვა, რომ ხალხი გარეთ უცხოელი მტრების გავლენისა და უცხოური პოლიტტექნოლოგიების გამო მივიდა,” – განაცხადა პატარკაციშვილმა. ის გულისხმობდა სააკაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის ლიდერები საპროტესტო აქციებს ”რუსული ოლიგარქიული ძალების” მხარდაჭერით მართავენ.  


პატარკაციშვილის თქმით, მსგავსი განცხადებები დსთ-ს სხვა ქვეყნების ლიდერების მხრიდან ისმოდა. ”ახლა ჩვენ ეს საქართველოს პრეზიდენტისგანაც მოვისმინეთ,” – დასძინა მან.


”ვთავაზობ პრეზიდენტს, აღიაროს შეცდომა, რაც არის ზუსტად სიძლიერის გამოვლინება და ჩაატაროს საპარლამენტო არჩევნები 2008 წლის გაზაფხულზე, ხოლო საპრეზიდენტო – 2009 წლის ზამთარში,” – განაცხადა პატარკაციშვილმა.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version