”პროვოკაციები ვერ გადაგვიყვანს რელსებიდან” – სააკაშვილი

მიუხედავად მუდმივი ”თავდასხმებისა და პროვოკაციებისა” საქართველო განაგრძობს თავის გზას პროგრესის და განვითარებისკენ, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 1 ნოემბერს.


”ამ თავდასხმებისა და პროვოკაციების მიზანი არის ერთი – გადაგვიყვნონ რელსებიდან და საქართველოს საბოლოოდ მოუღონ ბოლო. რა დაბრკოლებებიც არ უნდა შეგვიქმნან, ჩვენ უნდა მივიდეთ ბოლო დანიშნულების წერტილამდე. არცერთი აღმშენებლობის პროექტი არ შეჩერდება – ჩვენ ავაშენებთ ახალ საავადმყოფოებს, რკინიგზებს, სკოლებს, აეროპორტებს და რაც მთავარია, ჩვენი ხალხი იცხოვრებს ბევრად უფრო უკეთესად,” – განაცხადა მან.


სააკაშვილმა ეს განცხადება ახალი რკინიგზის სადგურის გახსნისას გააკეთა, რომელიც თბილისის აეროპორტს ქალაქთან დააკავშირებს.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version