ოპოზიციამ ქუთაისში საპროტესტო აქცია გამართა

19 ოქტომბერს ქუთაიში ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა.


აქცია გაერთიანებული ოპოზიციის მიერ წარმოებული კამპანიის ფარგლებში ჩატარდა, რომლის მთავარი მოთხოვნაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა. ოპოზიციური პარტიები 2 ნოემბერს, თბილისში პარლამენტის წინ დაგეგმილი მასობრივი აქციის წინ რეგიონებში მართავენ საპროტესტო აქციებს. ოპოზიციის ლიდერები აჭარაში, გურიასა და სამეგრელოშიც გეგმავენ ჩასვლას. 20 ოქტომბერს ოპოზიციის ლიდერები სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს პიტერ სემნების შეხვდებიან.


იმავდროულად, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, ჯანდაცვის მინისტრთან დავით ტყეშელაშვილთან ერთად 20 ოქტომბერს ქუთაისს ეწვევა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში. ოფიციალური პირების განცხადებით, დაახლოებით 2,8 მილიონი მოქალაქე მიიღებს ერთჯერად დახმარებას. ამ პროგრამის დაწყების ინიციატივით პრეზიდენტი მას შემდეგ გამოვიდა, რაც ოპოზიციამ საპროტესტო კამპანია დაიწყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version