2007 წელს საქართველოს ”კორუფციის აღქმის ინდექსი” გაუმჯობესდა

”კორუფციის აღქმის ინდექსის” 2007 წლის შედეგების მიხედვით, წელს საქართველოს ინდექსი 10-ქულიან შკალაზე 2.8-დან 3.4-მდე გაუმჯობესდა და გამოკითხული 180 ქვეყნიდან 79-ე ადგილი დაიკავა, იტყობინება კვლევის განმხორციელებელი ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა”.


კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ ქვეყნის საჯარო სექტორის სხვადასხვა სფეროში ჯერ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმაა განსახორციელებელი.


თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოსთვის მინიჭებული ქულა 3.0-ს (”ვარდების რევოლუციამდე” 1.8 ქულა იყო) გადასცდა, მიიჩნევა, რომ საქართველო გამოვიდა იმ ქვეყნების სიიდან, სადაც კორუფცია უპირველესი და დაუძლეველი პრობლემაა.


”კორუფციის აღქმის ინდექსი” ქვეყნებს აფასებს იმის მიხედვით, თუ რამდენად მწვავე პრობლემად ასახელებენ პოლიტიკურ კორუფციას ამ ქვეყნებში გამოკითხული ადგილობრივი და უცხოელი ბიზნესმენები და ანალიტიკოსები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version