2008 წლის ზაფხულში ერაყში ქართული კონტიგენტი 300 კაცამდე შემცირდება

2008 წლის ზაფხულიდან ერაყში მყოფი ქართული სამხედრო კონტიგენტი 2000 ჯარისკაციდან 300-მდე შემცირდება, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა 14 სექტემბერს.


მისი თქმით, ამის შესახებ შეთანხმება ამერიკულ მხარესთან თავიდანვე მიღწეული იყო.


”ეს იყო თავიდანვე ჩადებული. შესაბამისად, ამ დრომდე [2008 წლის ზაფხულამდე] არანაირი შემცირება მოსალოდნელი არ არის”, – განუცხადა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს კეზერაშვილმა.


ივნისში ქართული სამშვიდობო კონტიგენტი ერაყში 850-დან 2000 სამხედრომდე გაიზარდა. შედეგად, საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე გათვლებით ყველაზე მნიშვნელოვან წვლილი შეაქვს კოალიციურ ძალებში.


ამჟამად, ქართულ კონტიგენტს ერაყ-ირანის საზღვრის პატრულირება და ანტიკონტრაბანდული ღონისძიებების მისია აკისრია.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version