ანთაძე რუსეთის ”უტიფარ დიპლომატიას” აკრიტიკებს

რუსეთი ”საბჭოთა დროინდელ უტიფარ დიპლომატიას” იყენებს, როდესაც ცდილობს თავიდან აიცილოს დანაშაული 6 აგვისტოს ინციდენტთან დაკავშირებით, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ ანთაძემ 22 აგვისტოს.


მან ეს კომენტარი გაეროში რუსეთის ელჩის ვიტალი ჩურკინის განცხადების საპასუხოდ გააკეთა. ამ უკანასკნელის თქმით, საქართველომ თავად დაგეგმა ინციდენტი რუსეთის დისკრედიტაციის მიზნით.


”ბოლო, ძალიან ავტორიტეტული კომისიების დასკვნები კიდევ ერთხელ გვაძლევს იმის იმედს, რომ ეს საკითხი სერიოზულად იქნება განხილული ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათ შორის გაეროში,” – განუცხადა ანთაძემ ჟურნალისტებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version