ივანოვი: 6 აგვისტოს ინციდენტი სპექტაკლი იყო

6 აგვისტოს ინციდენტი ცუდად დადგმული სპექტაკლი იყო, რომელიც სამხრეთ ოსეთის გარშემო მოლაპარაკებების ჩაშლას ისახავდა მიზნად, განაცხადა რუსეთის პირველმა ვიცე-პრემიერმა, სერგეი ივანოვმა 11 აგვისტოს.


”მე ვფიქრობ ეს იყო კიდევ ერთი თეატრალიზირებული სპექტაკლი, რომელსაც არც თუ პროფესიონალური რეჟისურა ქონდა,” განაცხადა მან. ”თუმცა ამ სპექტაკლმა თავის მიზანს მიაღწია. მან ჩაშალა შერეული საკონტროლო კომისიის [შსკ] სხდომა. სწორედ ეს იყო მისი მიზანი.”


შსკ-ს სხდომა 9-10 აგვისტოსთვის თბილისში იგეგმობოდა, თუმცა ის ჩაშლილად მაშინ გამოცხადდა როდესაც 3 აგვისტოს ცხინვალმა უარი თქვა მასში მონაწილეობაზე ”უსაფრთხოების გარანტიების არ არსებობის” მომიზეზებით.


ივანომვა, ჟურნალისტებთან საუბრისას, ასევე განაცხადა: ”თუ გახსოვთ, სატელევიზიო კადრებში ჩანდა, რომ რაკეტა, თუ ბომბი – არ ვიცი ეს რა იყო – შემოსაზღვრული იყო ე.წ. პოლიციის ლენტით მხოლოდ ორი-სამი მეტრის რადიოუსში.”


”თქვენ თვითონ იფიქრეთ: ნამდვილი ბომბი, თუ რაკეტა აუფეთქებელი ქობინით რომ მართლა ყოფილიყო იქ, პოლიციის ლენტა სულ ცოტა 500-800 მეტრის რადიუსში უნდა შემოერტყათ, ” განაცხადა ივანოვმა და დასძინა, ”ჩვენ გვინახია მსგავსი სპექტაკლები და სამწუხაროდ, ვფიქრობ რომ, მომავალშიც არა ერთს ვიხილავთ.”

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version