ლავროვი ნატოს გაფართოებაზე კომენტარს აკეთებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 5 ივლისს კიდევ ერთხელ დააფიქსირა მოსკოვის უარყოფითი პოზიცია ნატოს შესაძლო გაფართოებასთან დაკავშირებით.


”ნატოს გაფართოების რაიმე საჭიროებას ვერ ვხედავთ და მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი არის ცივი ომის რეციდივი… ნატოს გაფართოება ხელოვნური [პროცესია], ევროპაში რაიმე გამყოფი ხაზები არ უნდა იყოს,” – იტყობინება ”რია ნოვოსტი” ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით. მან ეს განცხადება მოსკოვში თავის ფინელ კოლეგასთან ილკა კანერვასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერეციაზე გააკეთა.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 4 ივლისს ”როიტერთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო იმედოვნებს, რომ ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმაზე ქვეყანა უახლოეს თვეებში გადავა.


”და შემდეგ …. ეს [ნატოს წევრობა] შეუქცევადი გახდება,” – განაცხადა მან. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version