HSBC ქართულ ბაზარზე შემოდის

მსოფლიოში ერთ-ერთმა საბანკო გიგანტმა ბრიტანულმა HSBC  ბანკმა საქართველოს ეროვნულ ბანკს საქართველოში მისი შვილობილი საბანკო დაწესებულების გახსნის განაცხადი წარუდგინა, განაცხადა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 27 ივნისს.


”HSBC ბანკო საბანკო ლიცენზიას უახლოეს მომავალში მიიღებს,” – განაცხადა ეროვნულმა ბანკმა და იქვე დასძინა, რომ ბრიტანულ ბანკს ”გრძელვადიანი გეგმები” აქვს საქართველოსთან მიმართებაში.


ბანკის ცენტრალური ოფისი ლონდონშია განთავსებული, თუმცა 10 000-ზე მეტი საერთაშორისო ფილიალი ევროპის, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის, ამერიკის, ცენტრალური აზიის და აფრიკის 82 ქვეყანაშია გახსნილი.


ეკონომიკის მინისტრმა გიორგი არველაძემ 1 ივნისს განაცხადა, რომ წელს საქართველოს საბანკო სექტორში დაახლოებით 700 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version