ევროპის საინვესტიციო ბანკი და საქართველო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

საქართველომ და ევროპის საინვესტიციო ბანკმა, ევროკავშირის ძირითადმა საფინანსო ინსტიტუტმა, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოში ახალი ინვესტიციების დაბანდებას შეუწყობს ხელს. 


ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკის საქართველოში საქმიანობის დაწყებას უზრუნველყოფს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლექსო ალექსიშვილმა და ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა თორსთენ გერსფელტმა 21 ივნისს თბილისში მოაწერეს ხელი.


”ხელშეკრულება საშუალებას მისცემს ბანკს დააფინანსოს საქართველოსთვის და ევროკავშირისთვის საერთო ინტერესის მქონე პროექტები ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციების და გარემოსდაცვითი ინფრასტრუქტურის სფეროებში,” – განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკმა.


ევროპის საინვესტიციო ბანკმა, რომლის მფლობელიც ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოა, 2006 წელს 48 მილიარდი ევროს სესხი აიღო და 45,8 მილიარდი ევრო გაასესხა. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version