ანთაძე ელჩებს კონფლიქტების საკითხებზე ესაუბრა

აფხაზურ მხარესთან ორმხრივი დიალოგის აღდგენა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში გართულებული ვითარება განიხილა 20 ივნისს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მერაბ ანთაძემ გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებთან შეხვედრისას.


სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რიგგარეშე შეხვედრას ჟენევის ”მეგობართა ჯგუფის” ფორმატში, რომელიც უახლოესი მომავლისთვისაა დაგეგმილი. სახელმწიფო მინისტრის მერაბ ანთაძის განცხადებით, ქართული მხარის პოზიციაა აღდგეს აფხაზურ მხარესთან ორმხრივი დიალოგი.


შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ელჩებს  ინფორმაცია მიაწოდა ასევე სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ სასწრაფოდ დასაწყებია ”რეგიონში იარაღის და უკანონო შეიარაღებული ჯგუფების უკონტროლო შემოსვლის აღკვეთა და დემილიტარიზაცია/განიარაღების” პროცესი.     


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version