რუსეთ-საქართველოს შორის ვმო-ს თაობაზე მოლაპარაკებები იმართება

რუსეთის დელეგაცია დღეს თბილისს ესტუმრება და რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანების საკითხს განიხილავს.


საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი არველაძემ 17 მაისს განაცხადა, რომ რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების წინაპირობად საქართველო მოითხოვს, რომ მოსკოვმა აღმოფხვრას კონტრაბანდა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რეგიონებსა და რუსეთს შორის საზღვრებზე არსებული ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ლეგალიზება მოახდინოს.


29 მაისს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა იგივე პოზიცია გაახმოვანა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version