რუსმა და ამერიკელმა დიპლომატებმა კონფლიქტების მოგვარების საკითხები განიხილეს

15 მაისს მოსკოვში შედგა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინისა და აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილის დანიელ ფრიდის შეხვედრა, სადაც სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების მოგვარების საკითხები განიხილეს.


ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყება იტყობინება. დანიელ ფრიდი მოსკოვს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის ვიზიტის ფარგლებში სტუმრობს.
 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version