თვითგამოცხადებული აფხაზეთის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

თვითგამოცხადებული აფხაზეთის თავდაცვის მინისტრმა სულთან სოსნალიევმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა, იუწყება 8 მაისს დე ფაქტო პრეზიდენტის ვებ-გვერდი.


ამავე წყაროს ინფორმაციით, სოსნალიევის თხოვნა უკვე დააკმაყოფილა დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა. მან მადლობა გადაუხადა ყოფილ მინისტრს აფხაზეთის შეიარაღებული ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.


სოსნალიევი დე ფაქტო თავდაცვის მინისტრად 2005 წელს დაინიშნა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version