აჭარა მშვიდობიანი რევოლუციის სამი წლისთავს აღნიშნავს

პრეზიდენტი სააკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და სხვა ოფიციალური პირები 6 მაისს ბათუმს ესტუმრნენ, სადაც აჭარის მშვიდობიანი რევოლუციის სამი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. 


ბათუმში ახლადაშენებული ფარმაცევტული ქარხნის თანამშრომლებთან შეხვედრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ აჭარა თავისუფალ რეგიონი გახდა და ”ეს არის მთავარი მიღწევა” ბოლო სამი წლის განმავლობაში.


იგი ასევე მიესალმა რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას და განაცხადა, რომ რეგიონში ათობით ახალი საწარმო ამოქმედდა.


სააკაშვილი და სხვა ოფიციალური პირები ბათუმში შერატონის სასტუმროს მშენებლობის დაწყების ოფიციალურ ცერემონიალსაც დაესწრნენ.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version