საქართველოს თავდაცვის მინისტრი ერაყში იმყოფება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი დელეგაციასთან ერთად ერაყს სტუმრობს, სადაც უკვე შეხვდა თავის ერაყელ კოლეგას. მან ასევე მოინახულა ბაღდადსა და ბაქუბაში განლაგებული ქართული სამშვიდობო ძალების ქვედანაყოფები.


მინისტრი ერაყში 27 აპრილს გაემგზავრა და თბილისში დღეს დაბრუნდება.


თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის ინფორმაციით, კეზერაშვილმა ასევე  მოინახულა ალ-კუტას რაიონი, სადაც  ივნისიდან ქართული სამშვიდობო ძალების დამატებითი რაოდენობა გაიგზავნება.


ამჟამად, ერაყში ერაყში 850 კაციანი კონტიგენტია განთავსებული. ივნისისთვის კი უკვე დადგინდება ქართული წარმომადგენლობის 2000-მდე გაზრდის ტექნიკური დეტალები.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version