სეპარატისტ ლიდერებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა აშფოთებთ

21 აპრილს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი მოსკოვში მყოფ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს შეხვდა.


სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, შეხვედრაზე დე ფაქტო ლიდერებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება  საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრიანების ირგვლივ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.


კოკოითმა და ბაღაფშმა ასევე განიხილეს დიმიტრი სანაკოევისა და აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ”თვითმარქვია მთავრობების” თემაც, რომლებიც ქართული მხარის მიერ ”მსოფლიო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნითაა” შექმნილი.


ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ასევე იტყობინება კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ ქართული მხარე მოლაპარაკებათა პროცესის ჩაშლით ”არაცივილიზებულ პროვოკაციულ მიდგომას ავლენს პრობლემის მოგვარების მიმართ”.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version