”შაჰ-დენიზის” გაზით საქართველო ორი დღის მანძილზე სრულად მომარაგდება

ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტის ალეკო ხეთაგურის განცხადებით, ”შაჰ-დენიზის” კონსორციუმთან მიღწეული შეთანხმების შედეგად მომდევნო ორი დღის განმავლობაში საქართველო დღე-ღამეში ნაცვლად მილიონი კუბამეტრი გაზისა 4 მლნ კუბამეტრ გაზს მიიღებს, რაც საკმარისია ქვეყნის გაზმომარაგებისათვის.

ხეთაგურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ შესაბამისი ცვლილება შევიდა კონსორციუმთან კონტრაქტში.


დამატებითი ”შაჰ-დენიზის” გაზის მიღება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენის დაგეგმილი რეაბილიტაციის გამო ქართულ მხარეს გაზის 2 დღით შეწყვეტის თაობაზე ოფიციალურად აცნობა. რუსულ გაზს ხვალ დილის 6 საათიდან მთლიანად აზერბაიჯანული გაზი ჩაანაცვლებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version