სეპარატისტი ლიდერები სოხუმის სამიტისთვის ემზადებიან

არაღიარებული აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის ლიდერები სერგეი ბაღაფში, ედუარდ კოკოითი და იგორ სმირნოვი 10 აპრილს სოხუმში შეიკრიბებიან, იტყობინება აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახური.


სეპარატისტთა სამიტი გაიმართება დემოკრატიისა და ხალხთა უფლებების დაცვის თანამეგობრობის ფარგლებში, რომელიც დე ფაქტო ლიდერებმა შარშან ივნისში სოხუმში დააფუძნეს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version