ბურჯანაძე: თბილისი სამხრეთ ოსეთის საგზაო რუკის ”განახლებას” გეგმავს

მომავალ თვეებში საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების ”ახალ მიდგომებს, მოქნილ იდეებს და განახლებულ საგზაო რუკას” წარუდგენს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 20 მარტს ვაშინგტონში სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში გამოსვლისას.


”საგზაო რუკაში შევა საქართველოს საზოგადოებასა და სახელმწიფო ინსტიტუტებში ადგილობრივი მოსახლეობის სრული რეინტეგრაციისთვის საჭირო მექანიზმები, ასევე საკუთრების უფლების რესტიტუცია, კულტურული და საგანმანათლებლო სურვილების დაკმაყოფილება, თავისუფალი მასმედია მშობლიურ ენაზე”, – განაცხადა ბურჯანაძემ. 


მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თბილისი მზად არის ფართო ავტონომია მიანიჭოს სამხრეთ ოსეთს, სადაც ცენტრალური ხელისუფლებას მხოლოდ ”მთავარი ფუნქციები” დარჩება, მათ შორის თავდაცვა, საზღვრის დაცვა და საგარეო პოლიტიკა.  

პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკაში თანმხლებ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი აშშში ვიზიტის მთავარი ამოცანა იყო არა მხოლოდ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებთან, არამედ დემოკრატებთან შეხვედრები, რომლებიც აშშ საკანონმდებლო ხელისუფლების უმრავლესობას წარმოადგენენ.

დემოკრატებთან ახალი კონტაქტების დამყარებას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველო არის საკითხი, სადაც ორივე პარტიას მიაჩნია, რომ ამერიკის სტრატეგიული ურთიერთობები უნდა გაგრძელდეს და უნდა გაღრმავდეს და ვფიქრობ, რომ ჩვენის მხრიდან მუდმივი აქტიურობა არის ჩვენი ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი”, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


 


 



 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version