ცხინვალი სააკაშვილი-სანაკოევის შეხვედრას აკრიტიკებს

თბილისის გადაწყვეტილება ოფიციალური ურთიერთობები დაამყაროს სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულ მთავრობასთან არის კონფლიქტის მოგვარების გზაზე ”ხელოვნური ბარიერების” შექმნის მცდელობა, აცხადებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო 20 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.


ეს განცხადება 19 მარტს სოფელ ქურთაში პრეზიდენტ სააკაშვილსა და სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულ ლიდერს დიმიტრი სანაკოევს შორის გამართული შეხვედრის საპასუხოდ გაკეთდა.


”საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ხელმძღვანელობას თავი შეიკავოს ქართულ-ოსურ ურთიერთობებში დაძაბულობის პროვოცირებისგან და არ შექმნას ხელოვნური ბარიერები ქართულ-ოსური კონფლიქტის რეალური მოგვარების გზაზე”, – აცხადებს სამხარეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version