სერგეი შამბა მოსკოვს სტუმრობს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა მოსკოვს სტუმრობს, სადაც მომავალ კვირას დაგეგმილია მისი შეხვედრა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, იტყობინება ”აფსნიპრესი”.


შეხვედრა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის თანამეგობრობის ფარგლებში გაიმართება. ეს ორგანიზაცია გასული წლის ზაფხულში შეიქმნა სამი სეპარატისტული რეგიონის მონაწილეობით, განუცხადა სერგეი შამბამ ”აფსნიპრესს”.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version