ძლიერმა ქარმა ახალ აეროპორტს სახურავი ახადა

ძლიერმა ქარმა 24 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახლადაშენებულ ტერმინალს სახურავი ახადა. გავრცელებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.


ახალი ტერმინალი აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის ლიდერებმა 7 თებერვალს გახსნეს. აეროპორტი  ქართული მედიის ყურადღების ცენტრში  18 თებერვალსაც მოექცა, როცა წვიმის შედეგად სახურავიდან წყალმა გაჟონა.     


კომპანია Tepe-Akfen-Vie (TAV)-მა, რომელმაც თურქულ სამშენებლო ფირმა Urban-თან ითანამშრომლა, საქართველოს ხელისუფლებასთან ხელშეკრულებას 2005 წლის სექტემბერში მოაწერა ხელი. ხელშეკრულების თანახმად, თბილისის აეროპორტი TAV-ს 15 წლით მართვის უფლებით გადაეცა. ახალი ტერმინალის მშენებლობა თბილისში 2006 წლის იანვარში დაიწყო.


ახალი ტერმინალის საერთო ფართი 24 000 კვადრატურ მეტრს შეადგენს და მგზავრთა ჩასხდომის სამი პუნქტი აქვს. აეროპორტი 1500 მგზავრს მოემსახურება საათში.


TAV-ი ახალ აეროპორტს ბათუმშიც აშენებს. ორივე პროექტში თურქულმა კონსორციუმმა დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version