სააკაშვილი დუბაის სტუმრობს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დუბაის სტუმრობს, სადაც  გაერთიანებულ არაბთა ემირატების ოფიციალურ წარმომადგენლებთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.


15 თებერვალს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოლაპარაკებები გამართა ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და დუბაის მმართველთან შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ მაკტოუმთან.


პრეზიდენტ სააკაშვილს დუბაიში თან ახლავს აჭარის მთავრობის მეთაური ლევან ვარშალომიძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი კოტე კემულარია.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version