მოსკოვში საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე შეთანხმება არ შედგა

დღეს მოსკოვში რუს და ქართველ ავიატორებს შორის ორდღიანი მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხზე კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა, თუმცა მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც ქართული ავიაკომპანიების დავალიანების დაფარვის საკითხებს შეისწავლის.


”ეს დიალოგის დასაწყისია. ვფიქრობ, რომ სამუშაო ჯგუფის მუშაობა დადებთი იქნება და თუ ვალების დაფარვა დაიწყება, დიალოგი გაგრძელდება”, – განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის დეპატრამენტის ხელმძღვანელმა გენადი ლოშენოვმა. 


საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ჩხიკვაძემ, რომელიც 5-6 თებერვლის მოლაპარაკებებზე ქართულ მხარეს წარმოადგენდა,  განაცხადა, რომ მოიხედავად იმისა, რომ ფრენების განახლებაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, შეხვედრა ”დადებითი” იყო, რადგან ბევრ საკითხზე მოხდა აზრთა გაზიარება.


რუსეთმა საქართველოსთან ყველა სახის სატრანსპორტო მიმოსვლა ოქტომბრის დასაწყისში მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ორ ქვეყანას შორის ჯაშუშების სკანდალის გამო ურთიერთობები გამწვავდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version