ოპოზიციონერი დეპუტატები დეპორტირებულთა საქმეების ევროპის სასამართლოში გასაჩივრებას ითხოვენ

ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის მიმართ პოზიცია შეარბილა და ამიტომ, შესაძლოა, უარი თქვას რუსეთიდან დეპორტირებული ქართველების უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელის შეტანაზე.

ამ მოსაზრების ავტორები, ოპოზიციური ფრაქცია დემოკრატიული ფრონტის წევრი გია თორთლაძე და დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი მრეწველთა ფრაქციიდან იმ საპარლამენტო კომისიის წევრები არიან, რომელიც რუსეთში ქართველების უფლებების დარღვევების შემთხვევების შესწავლის მიზნით შეიქმნა. კომისიის მონაცემებით, რუსეთიდან ოქტომბრის შემდეგ 3 000 ეთნიკური ქართველი იქნა ”უკანონოდ” დეპორტირებული. იუსტიციის მინისტრმა გია ქავთარაძემ 31 ოქტომბერს განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამზადებს სარჩელს ევროპის სასამართლოში წარსადგენად.


”ბატონი ქავთარაძე უნდა მოვიწვიოთ, რათა აგვიხსნას რა ბედი ეწევა ამ სარჩელს”, – განუცხადა ცაგარეიშვილმა ”რუსთავი 2”-ს. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version