რკინიგზის ხელმძღვანელი ბაქოს სტუმრობს

საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ეზუგბაია 23 იანვარს ბაქოში გაემგზავრა, სადაც საქართველოს გავლით აზერბაიჯანისა და თურქეთის დამაკავშირებელი რეგიონალური სარკინიგზო პროექტის ტექნიკურ დეტალებს განიხილავს.


აზერბაიჯანის და საქართველოს ოფიციალურმა პირებმა 13 იანვარს თბილისში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანი 200 მილიონი აშშ დოლარის კრედიტს გამოუყოფს საქართველოს ბაქო-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის მშენებლობის დასაფინანსებლად.


პროექტის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე 29 კილომეტრი სიგრძის რკინიგზა დაიგება ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე, ხოლო უკვე არსებული 192 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version