სოხუმი უარყოფს ურანის კონტრაბანდის საქმესთან კავშირს

აფხაზეთს არავითარი კავშირი არ აქვს გამდიდრებული ურანის კონტრაბანდის საქმესთან, იუწყება “აფსნიპრესი“ რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას სიტყვებზე დაყრდნობით.


“არავის არასოდეს უცდია მასობრივი განადგურების იარაღის რუსეთ–აფხაზეთის [საქართველოს] საზღვარზე გადმოტანა. მსგავსი იარაღი არც აფხაზეთში არსებობს“, – აცხადებს შამბა.


24 იანვარს მასმედიით საქართველოს შს მინისტრზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გასულ წელს ქართველმა სამართალდამცავებმა აღკვეთეს გამდიდრებული ურანის სამხრეთ ოსეთის გავლით კონტრაბანდის ფაქტი, რაზეც ოფიციალურმა თბილისმა განაცხადა, რომ “უკონტროლო, სეპარატისტული რეგიონები საქართველოში, ხელსაყრელ ტერიტორიას წარმოადგენს უკანონო საქმიანობისათვის, რაც დაკავშირებულია მასობრივი განადგურების იარაღის კომპონენტების გავრცელებასთან“.


შამბას განცხადებით, ამით საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოების თვალში სოხუმის კომპრომეტირებას და უკონტროლო “შავ ხვრელად“ წარმოჩენას ცდილობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version