ბეჭდვითი მედიისთვის დაწესებულმა საგადასახადო შეღავათებმა “არ გაამართლა“

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 17 იანვარს მოუწოდა “ახალ მემარჯვენეებს“ უარი თქვან საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც ბეჭდვითი მედიისთვის საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას უკავშირდება.  


ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ბეჭდვითი მედია შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმით სარგებლობდა და გათავისუფლებული იყო 18%-იანი დამატებითი ღირებულების გადასახადისგან, 20%-იანი საშემოსავლო გადასახადისგან და საკუთრების გადასახადისგან. ორწლიანი შეღავათიანი რეჟიმი 2004 წლის ბოლოს მიღებული საგადასახადო კოდექსით დაწესდა. 2005 და 2006 წლების მანძილზე ბეჭდვითი მედია მხოლოდ 12%-იან საშემოსავლო და 20%-იან სოციალურ გადასახადებს იხდიდა. თუმცა 2007 წლიდან  საგადასახადო შეღავათები გაუქმდა.


პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ 2006 წლის დეკემბერში გამართულ შეხვედრაზე ბეჭდვითი მედიის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს რაიმე მყარი არგუმენტის წარმოდგენა მათთვის საგადასახადო შეღავათების რეჟიმის გაგრძელების სასარგებლოდ.


“ისინი იმასაც კი ამბობენ, რომ მათი გათავისუფლება ქონების გადასახადისგან არ იქნება მნიშვნელოვანი შეღავათი მათთვის, რადგანაც ბეჭდვითი მედიის წარმომადგენელთა უმეტესობას საერთოდ არ გააჩნია რაიმე ქონება… ამრიგად, იმედი მაქვს ახალი მემარჯვენეები უკან გამოიწვევენ თავიანთ კანონპროექტს ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

პარლამენტი საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომას 13 თებერვალს გამართავს.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version