ბიძინა გიორგობიანს 6–წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფერდა

სატყეო დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ბიძინა გიორგობიანს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაუსწრებლად 6 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.


მსჯავრდებულის მხარე განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. გიორგობიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ხე–ტყის უკანონო გასხვისების ორ ფაქტზე იყო აღძრული.


ბიძინა გიორგობიანმა საქართველო 2005 წლის გაზაფხულზე მას შემდეგ დატოვა, რაც სამართალდამცავი სტრუქტურების მაღალჩინოსნებს ცხინვალის რეგიონიდან ხე–ტყით უკანონო ვაჭრობაში დასდო ბრალი. ამჟამად გიორგობიანი ინტერპოლის მიერ იძებნება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version